logo
ENG



ბოკერია: ივანიშვილის გუნდი უარს ამბობს დემოკრატიულ, საპარლამენტო კონტროლზე

14 ივლ 202012:24
3 წუთის საკითხავი
clock 396
x193wow3g7tpfnp.jpg

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, „ქართული ოცნება“ უარს ამბობს საპარლამენტო კონტროლის არსებობაზე და აღმასრულებელ ხელისუფლებას აძლევს უფლებას, პარლამენტის გვერდის ავლით დააწესოს შეზღუდვები.

გიგა ბოკერია მმართველ ძალას ურჩევს, არ გამოიყენოს ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები წინასაარჩევნო პერიოდში.

„ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმის, რომ ივანიშვილის გუნდი უარს ამბობს საპარლამენტო კონტროლზე, დემოკრატიულ კონტროლზე, მოქალაქეების მხრიდან აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლზე. როგორ გამოიყენებენ ამას - დიდი რჩევა გვექნებოდა - ეგეთი სისულელე არც გაიფიქრონ, რომ ამ ინსტრუმენტის გამოყენება სცადონ არჩევნებისთვის ხელის შესაშლელად", - აცხადებს გიგა ბოკერია.

შეგახსენებთ, რომ 23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დასრულდა და გაუქმდა ე.წ. კომენდანტის საათიც. საპარლამენტო ზედამხედველობის გარეშე შეზღუდვების დაწესების დროებითი უფლება პარლამენტმა მთავრობას მაისში მიანიჭა. 

კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება მთავრობას წლის ბოლომდე უხანგრძლივდება.


close დახურვა