logo
ENG



ბოკერია: სიძულვილის ქადაგება და საზოგადოების დაყოფის გზავნილი ქვეყნისთვის სახიფათოა

03 ივლ 202017:09
3 წუთის საკითხავი
clock 812

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია ბოლო პერიოდში მმართველი გუნდის მხრიდან ოპოზიციისადმი გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

როგორც ბოკერია აცხადებს, პოლიტიკური ოპონენტებს შორის მწვავე კრიტიკა ნორმალური პროცესია, თუმცა როდესაც ეს ტონალობა საზოგადოების დაყოფისკენ არის მიმართული და სიძულვილს ქადაგებს, ეს ქვეყნისთვის სახიფათოა.

„პოლიტიკოსებს შორის ერთმანეთის მწვავე კრიტიკა ნორმალური ამბავია. არანორმალური და ქვეყნისთვის სახიფათოა, როცა ეს ტონალობა გადადის საზოგადოების დაყოფის გზავნილზე და სიძულვილის ქადაგებაზე სხვადასხვა შეხედულების ადამიანებს შორის. ღარიბაშვილის, წულუკიანის და ახლა უკვე გახარიასი და ყველას ლექსიკა, რომლითაც საზოგადოებას ელაპარაკებიან, მტრებად აცხადებენ, არამარტო მათ პოლიტიკურ ოპონენტებს, მათ მხარდამჭერებსაც“,-აცხადებს ბოკერია.

მმართველი გუნდის წევრები ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს "კრიმინალურ დაჯგუფებებად" მოიხსენიებენ.


close დახურვა