logo
ENG



ბორძიკაშვილი: კორონავირუსის გამო, პანკისში ხვალ მუსლიმები ლოცვაზე არ შეიკრიბებიან

02 აპრ 202019:40
3 წუთის საკითხავი
clock 468
uq59awij731hmlr.jpg

პანკისელი სამოქალაქო აქტივისტი სულხან ბორძიკაშვილიფორმულასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ხვალ მუსლიმები პარასკევის ლოცვაზე არ შეიკრიბებიან და მიზეზი კორონავირუსია.

ბორძიკაშვილის თქმით, შეიხ აბდულ-ქერიმის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსისგან მომდინარე საფრთხეა.

პანკისელი აქტივისტი „ფორმულას“ აბდულ-ქერიმის ვიდეომიმართვის ტექსტის ნაწილსაც უგზავნის.

ჯუმა ნამაზის კოლექტიური შესრულება თითოეული მუსლიმისთვის სავალდებულოა, თუმცა, გარკვეული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, მათ შორისაა ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საშიშროება, ისლამი მრევლს ამ ვალდებულებისგან ათავისუფლებს.

როდესაც ვამბობთ, რომ მეჩეთში ჯუმა ნამაზის კოლექტიური ლოცვა ჩატარდება, მაშინ ბევრი არ ჩერდება სახლში და მოდის, ბევრს მეჩეთისკენ მოუწევს გული. ამიტომ, თუ ლოცვას გავაჩერებთ მათ სახლში დარჩენის მეტი თავისუფლება მიეცემა.

ვისაც მეჩეთში მოსვლა უნდა, მაგრამ ჩვენს მიერ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ვერ ახერხებს, სახლში დარჩება და ილოცებს, ღვთის წყალობით ისევე მიეწევა მადლი და დაუფასდება, როგორც ჯუმაზე მეჩეთში მოსულს“, - აცხადებს შეიხი.

 


close დახურვა