logo
ENG



ბოჭორიშვილის კლინიკა: ყველა პაციენტის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია

08 აპრ 202010:15
3 წუთის საკითხავი
clock 340

"ყველა პაციენტის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია",- ასე აფასებენ ბოჭორიშვილის კლინიკაში მათთან მოთავსებული ინიფიცირებული პაციენტების მდგომარეობას კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი მაკა სოლოღაშვილი.

კლინიკაში ამბობენ, რომ ბავშვები განსაკუთრებით კარგად გრძნობენ თავს. ელოდებიან გამოჯანმრთელებულებსაც, თუმცა დადასტურებული შემთხვევა ჯერ არ არის. 

"კლინიკაში შიდა გავრცელება არის, მაგრამ ყველას წყარო ცნობილია და ძირითადად მათი ოჯახის წევრები არიან უფრო ადრე დაინფიცირებულები. კრიტიკული პაციენტი ჩვენ არ გვყავს, ჩვენ გვყავს საყურადღებო პაციენტი",-აცხადებს მაკა სოლოღაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოში დაინფიცირებულია 208 ადამიანი.


close დახურვა