ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკას დღეს კორონავირუსით დაინფიცირებული ორი ახალი პაციენტი დაემატა.
სოლოღაშვილის თქმით, აღნიშნული პაციენტებს ინფექცია შიდა გადადების შედეგად აქვთ.
„დღეის მდგომარეობით, კლინიკაში მკურნალობს 18 პაციენტი. აქედან დადასტურებულია 9 პაციენტი. დღეს დაემატა ორი ახალი დადასტურებული პაციენტი, ორივე პაციენტი არის ქვეყანაში შიდა გავრცელების შედეგი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, ერთი პაციენტია საყურადღებო, თუმცა ექვემდებარება მკურნალობას და დინამიკაში იგრძნობა უკეთესობა. ხვალისთვის ველოდებით სამი პაციენტის გაწერაზე გადაწყვეტილების მიღებას. გრძელდება მკურნალობა“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.