logo

ბუწაშვილი: დარეგისტრირდა რამდენიმე რეაქტივი, მაგრამ მომწოდებლებსაც გარკვეული პრობლემები აქვთ

clock 30 მარ 202022:28

ინეფქციონისტმა მაია ბუწაშვილმა გადაცემაში, „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ უკვე არის ალგორითმი იმისთვის, რომ ტესტის გაკეთების საშუალება უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს. როგორც ბუწაშვილმა გადაცემაში განაცხადა, ამ ეტაპზე მთავარია, რომ რეაქტივების არსებობა ოპერატიულად მოხდეს, მისივე თქმით, უკვე დარეგისტრირებულია რამდენიმე რეაქტორი, თუმცა მომწოდებლებს გარკვეული ბარიერები აქვთ.

„ალგორითმი იქნება მიღებული ეს უკვე კარგი ნაბიჯია. ახლა მთავარია, რომ ოპერატიულად მოხდეს რეაქტივების არსებობა. დარეგისტრირდა რამდენიმე რეაქტივი, მაგრამ მომწოდებლებსაც გარკვეული პრობლემები აქვთ, პრობლემებია ტრანსპორტირებაზე და ის კომპანიები რომლებიც აწარმოებენ ამ რეაქტივებს ძალიან დიდი რიგებია, მაგალითად ერთ-ერთმა კომპანიამ თქვა, რომ მილიონი ტესტის შეკვეთა მიიღო და საქართველოს მასშტაბის შეკვეთები ძალიან სასაცილოა მათთვის. იმედია მომწოდებლები ამ, ბარიერებს დაძლევენ“,-განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა