logo
ENG



გაბუნია: 3 200 საწოლია მობილიზებული, საიდანაც 500-ზე მეტი თავისუფალია

22 სექ 202017:01
3 წუთის საკითხავი
clock 110
გაბუნია: 3 200 საწოლია მობილიზებული, საიდანაც 500-ზე მეტი თავისუფალია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსითან დაკავშირებით 3 200 საწოლია მობილიზებული, საიდანაც 500-ზე მეტი თავისუფალია.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ კოვიფინცირებულს ჰოსპიტალური მკურნალობა დასჭირდება, მიიღებს.

"ჯანდაცვის სისტემას მობილიზებული აქვს 3 200 საწოლი. დღეს უკვე გაშვებულია 2 522 საწოლი, თავისუფალია 500-ზე მეტი. არ არსებობს, ადამიანს ჰოსპიტალური მკურნალობა სჭირდებოდეს და ვერ მიიღოს", - განაცხადა გაბუნიამ. 

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 3 913 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 574 ადამიანი გამოჯანმრთლდა, 23 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა