logo
ENG



გალინა კარმუშინა: არ გამოვრიცხავ შემაფერხონ, რადგან საქმეების გამოძიებისას ხმაური ატყდა

31 ივლ 202020:02
3 წუთის საკითხავი
clock 1141

დამოუკიდებელი ექსპერტი გალინა კარმუშინა აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მისი დოკუმენტები არასათანადოდ შეისწავლა, რადგან ტიკარაძის უწყებამ კარმუშინას რუსეთის სამედიცინო სერტიფიკატი მოსთხოვა, არადა ექსპერტი უკრაინის მოქალაქეა. 

კარმუშინას თქმით, ის წლების განმავლობაში მუშაობდა უკრაინაში, დონეცკში, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

„ჩემი ვარაუდით, მათ ჩემი დოკუმენტები არასათანადოთ შეისწავლეს. მოსკოვში დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია. ამიტომაც, მათ ჩათვალეს, რომ დამატებითი ინფორმაცია რუსეთიდან უნდა გამოეთხოვათ. როგორც ჩანს, ვერ ჩაუკვირდნენ, რომ ქალაქი დონეცკი, სადაც წლების განმავლობაში სასამართლო სამედიცინო ექსპერტად ვმუშაობდი, არის უკრაინაში. სამწუხაროდ, ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მე არ გამოვრიცხავ, რომ შემაფერხონ, რადგან ამ საქმეების გამოძიების პროცესში ხმაური ატყდა და ჩემი დასკვნები, გარკვეულ ეპიზოდებში თანხვედრაში არ მოდის იმ დასკვნებთან, რომელიც გამოძიებას წარედგინა“, - აცხადებს კარმუშინა. 

გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის საქმეებში ჩართულ დამოუკიდებელ ექსპერტს ჯანდაცვის სამინისტრო საქმიანობას უზღუდავს. ტიკარაძის უწყებამ გალინა კარმუშინას რუსეთის სამედიცინო სერტიფიკატი მოსთხოვა, არადა ექსპერტი უკრაინის მოქალაქეა. ის ოკუპირებული დონეცკიდანაა და საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება აქვს.


close დახურვა