logo

გამოკითხულთა 29%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემს ხმას - IPSOS-ის კვლევა

03 თებ 202020:19
3 წუთის საკითხავი
clock 0 clock 1064

იპსოსის“ კვლევა ადასტურებს, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცა და ის მხოლოდ 22 პროცენტია. „ოცნების" მხარდამჭერებს ჯამურად ოპოზიცის ამომრჩეველი ჭარბობს.

მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობაა“ 17 პროცენტით. „ევროპული საქართველო" ქვეყნის მესამე პოლიტიკური ძალაა და მას მხარს გამოკითხულთა 9 პროცენტი უჭერს. 4 პროცენტი აქვთ - „ლეიბორისტულ პარტიასა“ და  „პატრიოტთა ალიანსს“.

„ლელოს" სასურველ პოლიტიკურ ძალად გამოკითხულთა - 2  პროცენტი მიიჩნევს. „გირჩსა“ და „ახალ საქართველოსაც" – 2 პროცენტი; "ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობა" - ასევე 2 პროცენტი. 

გამოკითხული მოსახლეობის 29%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემდა ხმას.

ფრანგულმა კვლევითმა ორგანიზაციაიპსოსმა“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანიაფორმულასდაკვეთით  ჩაატარა.



close დახურვა