logo

გამოკითხულთა 45% ამბობს, რომ ფინანსური რესურსი მხოლოდ 1 თვეზე ნაკლებ ხანს ეყოფა - ედისონ რისერჩი

clock 0 clock 797 clock 12 აპრ 202022:13
bpr77byd18e8o44.jpg

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ არსებულ ვითარებაში მის ოჯახს ფინანსური რესურსი მხოლოდ 1 თვის განმავლობაში ეყოფა.

უფრო კონკრეტულად, კითხვაზე - რამდენი ხნის განმავლობაში ეყოფა თქვენს ოჯახს ფინანსური რესურსი საკვებსა და პირველადი მოხმარების საგნებზე? – 45%-მა უპასუხა, რომ რესურსი ერთ თვეზე ნაკლებ ხანს ეყოფა, 40%-ს - ერთიდან სამ თვემდე, 8%-ს სამიდან ექვს თვემდე, 7%-ს კი, ექვს თვეზე უფრო მეტ ხანს.

შეგახსენებთ, კვლევა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციამ „ედისონ რესერჩმა“ გასულ კვირას ჩაატარა. კვლევის ფარგლებში ტელეფონით საქართველოში მცხოვრები 1000 რესპოდენტი გამოიკითხა. 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა