logo

გამოკითხულთა 55% სახლიდან იშვიათად გადის, 39% კი, თვითიზოლაციაშია - ედისონ რისერჩი

clock 0 clock 385 clock 12 აპრ 202021:50
b0l30r07ngazwsi.jpg

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარ რეკომენდაციას იცავს და სახლიდან გასვლისგან თავს იკავებს.

უფრო კონკრეტულად, კითხვაზე, არსებულ ვითარებაში როგორია მათი აქტივობის ხარისხი? - გამოკითხულთა 55%-ზე აღნიშნა, რომ სახლიდან ზოგჯერ მაინც გადის, 39% მთელი დღის განმავლობაში სახლში რჩება, 6% კი, ისეთივე სიხშირით გადის სახლიდან, როგორც ვირუსის გავრცელებამდე გადიოდა.

ამასთან, გამოკითხულთა 43% კორონავირუსის გავრცელების შედეგების გამო შეშფოთებულია, 57% კი - არა.

შეგახსენებთ, კვლევა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციამ „ედისონ რესერჩმა“ გასულ კვირას ჩაატარა. კვლევის ფარგლებში ტელეფონით საქართველოში მცხოვრები 1000 რესპოდენტი გამოიკითხა. 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა