logo

გამოკითხულთა 96% მიიჩნევს, რომ ეპიდემიის პერიოდში მთავრობამ გადასახადები უნდა გადაავადოს - Edison Research

clock 0 clock 328 clock 12 აპრ 202021:42
2sxlnuwjtwso4px.jpg

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 96% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ ეპიდემიის დასრულებამდე გადასახადების გადახდა უნდა გადაავადოს. 

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 94% ფიქრობს, რომ უნდა გაიზარდოს დახმარება პენსიონერებისთვის; ხოლო 97%-ის აზრით, მთავრობამ ეკონომიკას ხელი გადასახადების შემცირებით უნდა შეუწყოს.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით აღნიშნული კვლევა საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციამ "ედისონ რესერჩმა" გასულ კვირას ჩაატარა. ორგანიზაციამ ტელეფონით საქართველოში მცხოვრები 1000 რესპოდენტი გამოკითხა.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა