logo
ENG



გამყრელიძე:ძალიან კარგ ადგილზე ვარ, პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი არ მაქვს

01 ივნ 202013:25
3 წუთის საკითხავი
clock 435
sji64yhny4m0bwi.jpg

„მგონი ძალიან კარგ ადგილზე ვარ, არავითარი სურვილი არ მაქვს პოლიტიკაში დაბრუნების“, - ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.  

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მისი სამომავლო გეგმაა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ახალგაზრდა წარმომადგენლებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს.

„არ ვიცი რამდენად იცით ჩემი ბიოგრაფია, მე პოლიტიკაში ვიყავი 1994-დან 2004 წლის თებერვლამდე, როდესაც დავტოვე პოსტი. მეორედ ამის შემოთავაზება იყო 2012-ში და იცით რომ... ამდენად მე არ გიმალავთ ჩემს ასაკს, 69 წლის ვარ, ჩემთვის ეს ყველაფერი უკვე განვლილი, დამთავრებული გზაა ჩემი ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი. მე ვცდილობ, ჩემი გამოცდილებით, ცოდნით გამოვადგე ჩემს ქვეყანას იქ, სადაც დღეს ვარ და მაქვს ბევრი გეგმა. ძალიან კარგი ახალგაზრდები იზრდებიან ჩვენთან, ვაძლევ მათ საშუალებას, რომ მეტად გაიზარდონ. ხომ ხედავთ, რომ დაავადებთა კონტროლის ეროვნულ ცენტრს თურმე ჰქონია სერიოზული მნიშვნელობა ამ ტიპის გამოწვევებთან ბრძოლაში. მგონი ძალიან კარგ ადგილზე ვარ, არავითარი სურვილი არ მაქვს პოლიტიკაში დაბრუნების. ერთი და იგივე მდინარეში სამჯერ არ შედიან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


close დახურვა