logo
ENG



გამყრელიძე: კარანტინის ვადის შემცირება საქართველოში შემოსულ ადამიანებს ეხებათ

07 სექ 202020:57
3 წუთის საკითხავი
clock 748
გამყრელიძე: კარანტინის ვადის შემცირება საქართველოში შემოსულ ადამიანებს ეხებათ

დაავადებათა კონტროლის  ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, 12-დღიანი საკარანტინო ვადა საქართველოში შემოსული ადამიანებისთვის შემცირდა და არა საქართველოში ინფიცირებულთან კონტაქტებისთვის. 

"12 დღიანი საკარანტინო ვადა შეიცვალა და შემცირდა 8 დღემდე. ხაზს ვუსვამ, რომ 8 დღიანი საკარანტინო ვადა არის საქართველოში შემოსულ ადამიანებზე და არა საქართველოში ინფიცირებულთან კონტაქტებზე. საქართველოში შემოსული ადამიანი, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, მიდიან კარანტინში. ეს გახლდათ 12 დღე და ახლა ეს ვადა ჩამოიწია 8 დღემდე",-აცხადებს ამირან გამყრელიძე.

დღეს, 7 სექტემბერს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კარანტინში ყოფნის ვადა 8 დღემდე შემცირდა. პრემიერიმინისტრის თქმით, მე-9 დღეს PCR ტესტი ჩატარდება, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი მოქალაქე საკარანტინო სივრცეს დატოვეს. 


close დახურვა