logo
ENG



გამყრელიძე: მასწავლებლები ოდნავ მოეშვნენ

17 სექ 202012:38
3 წუთის საკითხავი
clock 338
გამყრელიძე: მასწავლებლები ოდნავ მოეშვნენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ზაფხულში აჭარაში მყოფ მასწავლებლებს მოუწოდებს, რომ კორონავირუსზე გამოსაკვლევად მივიდნენ.

გამყრელიძის თქმით, აჭარაში მყოფი დაახლოებით 2 200 მასწავლებლიდან გამოსაკვლევად მხოლოდ 1 011 მივიდა.

"ჩვენ ვიკვლევდით და ვიკვლევთ მასწავლებლებს, მაგრამ, რატომღაც, ისინი ოდნავ მოეშვნენ. დაახლოებით, 2 200 მასწავლებელია, ვინც ზაფხულში, განსაკუთრებით აგვისტოს მეორე ნახევარში იმყოფებოდა აჭარაში და ისინი საქართველოს ყველა რეგიონში ისინი დაექვემდებარნენ გამოკვლევას.  ამ 2 200-დან გამოსაკვლევად მხოლოდ 1 011 მივიდა, ანუ 46% და 7 დადასტურება გვაქვს.  დაუკავშირდნენ თავიანთი მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და გამოკვლევები ჩატარდება", - აცხადებს გამყრელიძე.

დღეს, 17 სექტემბერს კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი.

ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 2937 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 1422 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.


close დახურვა