logo
ENG



გამყრელიძე: უნდა იყოს ავტობუსების ფანჯრები ღია, თუ ეს შესაძლებელია კონდიცირება ჩართული

08 ივლ 202021:11
3 წუთის საკითხავი
clock 461
9ca966xlfupjfnu.jpg

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, პანდემიის პირობებში კონდინციონერებზე ახალი გაიდლაინები არსებობს. როგორც გამყრელიძე აცხადებს ავტობუსებში კონდინციონერის ჩართვა შესაძლებელია. იმ შემთხვევაში თუ ავტობუსებში კონდიციონერი ჩართული იქნება,  ფანჯრები ღია უნდა იყოს და თუ შესაძლებელია მოქალაქეებს პირბადე უნდა ეკეთოთ.

„კონდინციონერებზე ახალი გაიდლაინია და ალბათ, ყველა ამ გაიდლაინს უნდა მივყვეთ. ანუ უნდა იყოს ავტობუსების ფანჯრები ღია, თუ ეს შესაძლებელია კონდიცირება ჩართული და ადამიანებს უნდა ეკეთოთ ნიღაბი", - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში ვირუსის 963 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 841 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.


close დახურვა