logo
ENG



გახარია:ვირუსი არ დაგვიმარცხებია, იძლებულები ვართ ეკონომიკა გავხსნათ

01 ივნ 202012:02
3 წუთის საკითხავი
clock 575

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერმა გიორგი გახარიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა და მოქალაქეებს პირბადის ტარებისკენ მოუწოდა.

გახარიას თქმით, აუცილებელი იყო შეზღუდვების მოხსნა, რადგან მოქალაქეებმა შემოსავალი აღიდგინონ და ეკონომიკამ უკუსვლა არ გააგრძელოს.

„მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად ამოქმედდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღია რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, მოლები, ყველა სახის ბაზრობები არის გახსნილი. რეალურად, ფაქტია, რომ ეს ყველაფერი იწვევს ქვეყანაში, ქალაქში ჩვენი მოქალაქეების მობილობის ზრდას, რაც რა თქმა უნდა, ვირუსის გავრცელების შემდგომ უფრო მეტ რისკს ქმნის. დღეს გვაქვს 11 ახალი შემთხვევა, გუშინ გვქონდა 26, გუშინწინ გვქონდა 9. ეს მოსალოდნელი იყო.

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვირუსი არ დაგვიმარცხებია. შეუძლებელია ცალკე აღებულ ქვეყნაში ვირუსის დამარცხება, ეს გლობალური პანდემიაა. ამიტომ, ჩვენი ძირითადი ამოცანა ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლია. ბოლო დღეებშ გაჩნდა ორი ახალი კლასტერი, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ელემენტარული წესების დაცვა. მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდოთ ვატაროთ ნიღაბი, როდესაც ვართ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში. ჩვენ იძულებული ვართ, რომ ნელ-ნელა ეკონომიკა გავხსნათ. მთავრობას გააზრებული აქვს ის სოციალური დახმარება, რომელსაც მოქალაქეებს უეწვს. ეს საკმარისი არაა, ამიტომ ეკონომიკა უნდა გავხსნათ, რათა მათ აღიდგინონ შემოსავალი“, - აღნიშნა პრემიერმა.


close დახურვა