logo
ENG



გახარია: თვითიზოლაციაში რომ გადავიდე, ჩემ მაგივრად ვინ იმუშავებს?

19 ოქტ 202013:17
3 წუთის საკითხავი
clock 5038

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, თანაგუნდელ ნინო წილოსანის ინფიცირების მიუხედავად, მისი თვითიზოლაციაში გადასვლის საჭიროება არ არის, რადგან "პირბადეს ატარებს". მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მანვე განმარტა, ისიც რომ გურიაში საარჩევნო შეხვედრიდან დაბრუნების შემდეგ ტესტიც გაიკეთა და პასუხი უარყოფითია. 

"სხვებისგან განსხვავებით, მე წესებს ვიცავ. როდესაც ჩემს მოქალაქეებთან ვსაუბრობ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს პოლიტიკური კამპანიაა, თუ სხვა სახის, პირბადეს ვატარებ ყოველთვის", - ამბობს გახარია.  

ქართული ოცნების დეპუტატების, ნინო წილოსანისა და გენადი მარგველაშვილის ინფიცირებაზე დასმულ კითხვაზე, მოგვიანებით, მან ისევ უპასუხა, რომ "[შეხვედრიდას] მათი დაცულობის ხარისხი ძალზედ მაღალი იყო".

"პირბადე მიკეთია ყოველთვის, ტესტიც დამატებით გავიკეთე, არის უარყოფითი. თვითიზოლაციაში გადავიდე და რა ვქნა, ჩემ მაგივრად, ვინ იმუშავებს? იქნებ, იდეა შემომთავაზოთ, რაიმე", - უთხრა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს. 


close დახურვა