logo
ENG



გახარია: კრიზისი შეგვიძლია გამოვიყენოთ შესაძლებლობად

22 მაი 202011:21
3 წუთის საკითხავი
clock 505

საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშრებით შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველომ ეკონომიკა ნელ-ნელა უნდა აამოქმედოს.

გახარიას თქმით, საქართველო პანდემიას ეფექტურად გაუმკლავდა და ამის მიზეზი დროული ნაბიჯების მიღება იყო.

„შეზღუდვები აუცილებელი პირობაა, რათა ეკონომიკა ნელ-ნელა ავამოქმედოთ. ჩვენს მეზობელს ქვეყნებში ეპიდემია პიკში შედის, ეს უდიდესი რისკი. ეს ჩაკეტვის საშუალებას არ გვაძლევს. ეკონომიკა უნდა ავამუშაოთ ნელ-ნელა. კრიზისი ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ შესაძლებლობად და ამის ძირითადი გასაღები არის იმაში, რომ ამ კრიზისს ჩვენ, სხვებთან შედარებით, უკეთესად გავუმკლავდით. სხვებთან შედარებით უკეთესად გავუმკლავდით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დროულად მივიღეთ ეფექტური ნაბიჯები.

"ამ ნაწილში, საკონსტიტუციო პროცესი იქნება თუ საკანონმდებლო ნაწილი, ჩვენ არანაირი შესაძლებლობა არ გვაქვს, რომ უკან დავხოთ. ყველანაირი საკანონმდებლობა ჩარჩო შექმნილია და საკონსტიტუციო წესრიგი დაცულია იმისთვის, რომ მისი უპირველესი ღორებულება არის ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

"არავინ იცის ამ კრიზის მერე რომ გამოვალთ, როგორი იქნება მსოფლიო. ჩვენ თუ ვითვალისწინებთ იმას, რომ ეკონომიკა ნელ-ნელა ავამოქმედოთ, პოლიტიკური პროცესი გავაცოცხლოთ, არჩევნები ნორმალურად ჩავატაროთ და ამის კომუნიკაციის შესაძლებლობაც უნდა გვქონდეს და ეს ყველაფერი დღეს უნდა დავიწყოთ. ახლა აქედან ჩავალთ, ჩვენი კოლეგები ნაწილი პარლამენტში გააგრძელებენ საქმიანობას, რადგან იქ ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივებია. ეს უნდა დავალოგოთ იმის გათვალისწინებით, რომ აბსოლუტურად მართლები ვართ“, - განაცხადა პრემიერმა. 


close დახურვა