logo
ENG



გახარია: მიკროგრანტების პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონამდე გავზარდეთ

17 სექ 202015:18
3 წუთის საკითხავი
clock 666
გახარია: მიკროგრანტების პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონამდე გავზარდეთ

მიკროგრანტების ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზრდება, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. 

როგორც გახარიამ განმარტა, ერთჯერადი დაფინანსება, 20 ათასი ლარის ნაცვლად, 30 ათასი ლარი იქნება. 

პრემიერის თქმით, პროგრამისთვის განაცხადების მიღება 5 ოქტომბრიდან დაიწყება.

"ანტიკრიზისული ღონისძიებების ერთერთი კომპონენტი - მიკროგრანტების პროგრამა - ივნისში დავაანონსეთ, რომელიც არის აწარმოე საქართველოს ერთერთი კომპონენტი. ჩვენ გავზარდეთ ამ პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონამდე და ასევე ერთჯერადი დაფინანსების მოცულობაც - ეს იყო 20 ათასი ლარი და დღეს გახდება 30 ათასი ლარი. ეს არის გრანტის სახით ჩვენი მოქალაქეების დახმარება, რომლებსაც უნდათ გადადგან პირველი ნაბიჯი და დაიწყონ ბიზნესი", - თქვა გახარიამ.

მისივე თქმით, პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში შეუძლიათ.

მიკროგრანტების პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსში მონაწილეობას მიკრო და მცირე მეწარმეები იღებენ.

 


close დახურვა