logo
ENG



გახარია: მოხუცების პენსია ვეღარასოდეს გახდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი

02 ივლ 202011:17
3 წუთის საკითხავი
clock 628

მოხუცების პენსია ვეღარასოდეს გახდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი - ეს განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ცოტა ხნის წინ, მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა და სწორედ ეს უზრუნველჰყოფს იმას, რომ პენსიის საკითხით პოლიტიკური სპეკულირება ვეღარ მოხდეს. 

„საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლის შედეგადაც პენსიის ზრდა ყოველწლიურად მიება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებელს, ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცების პენსიის საკითხი ვეღარასოდეს ვეღარ გახდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. ეს არის მიღწევა, რომელიც ჩვენ პარლამენტთან ერთად განვახორციელეთ. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ 1-ლი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია იქნება 250 ლარი, ხოლო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ - 300“, - განაცხადა პრემიერმა.


close დახურვა