logo
ENG



გახარია: ჩვენი მიზანია ქვეყნის გამთლიანება, მაგრამ ამას უნდა მივაღწიოთ მშვიდობიანი გზით

26 მაი 202011:58
3 წუთის საკითხავი
clock 445
xj80n9sucu0xm4a.png

საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ვაზიანის სამხედრო ბაზას ესტუმრა. გახარიას თქმით, წარმატებული ქართული ჯარი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობის გარანტია. გამოსვლისას მან საქართველოს გამთლიანებაზეც ისაუბრა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანამ საკუთარ მიზანს მშვიდობიანი გზით უნდა მიაღწიოს.

"როდესაც არავინ იცის ხვალ სამყარო როგორი იქნება, ჩვენი ერთიანობა, ჩვენი ჯარის წარმატება არის გარანტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, მისი ევროატლანტიკური ორიენტაციის, ჩვენი ეფექტური თანამშრომლობის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნატოსთან და ევროკავშირთან და საქართველოს ჯარს ამაში აქვს უდიდესი ფუნქცია. ჩვენი ყველას მიზანია ქვეყნის გამთლიანება, მაგრამ ამას უნდა მივაღწიოთ მშვიდობიანი გზით. ჯარმაც ამ შრომამ უნდა მიიღოს თავისი დიდი წვლილი“, - განაცხადა პრემიერმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

close დახურვა