logo
ENG



გახარია: ჯარის წარმატება სტრატეგიულ პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობის გარანტია

26 მაი 202011:21
3 წუთის საკითხავი
clock 296

საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ვაზიანის სამხედრო ბაზიდან მიულოცა. გახარიამ მილოცვისას ქვეყანაში წარმატებული ჯარის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველოს ისტორიაში ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე. თითოეულ ქართველს, თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს, ჩვენს აფხაზ და ოსებს ძმებს, მინდა მივულოცო 26 მაისი, რომ უდიდესი რწმენით ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას და წარმატებული სახელმწიფოს შექმნას. მინდა მივულოცო განსაკუთრებით თითოეულ ჯარისკაცს, რომლიც სამშვიდო მისიებში ასახელებს ქვეყანას, რომელიც იცავს გლობალურ უსაფრთხოებას და ამით უდიდესი წვლილი შეაქვს თავისი სამშობლოს უსაფრთხოებაში. 

"ყველას უნდა გევსმოდეს, რომ ვებრძვით გლობალურ პანდემიას. ყველას უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა ჩვენს მოქალაქეებთან ერთად შეიტანა ამ პანდემიის წარმატებით მართვაში. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა. 

"როდესაც არავინ იცის ხვალ სამყარო როგორი იქნება, ჩვენი ერთიანობა, ჩვენი ჯარის წარმატება არის გარანტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, მისი ევროატლანტიკური ორიენტაციის, ჩვენი ეფექტური თანამშრომლობის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნატოსთან და ევროკავშირთან და საქართველოს ჯარს ამაში აქვს უდიდესი ფუნქცია. ჩვენი ყველას მიზანია ქვეყნის გამთლიანება, მაგრამ ამას უნდა მივაღწიოთ მშვიდობიანი გზით. ჯარმაც ამ შრომამ უნდა მიიღოს თავისი დიდი წვლილი“, - განაცხადა პრემიერმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.


close დახურვა