logo
ENG



გახარია კონგრესმენების წერილზე: ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს

30 ივლ 202015:09
3 წუთის საკითხავი
clock 446
tly7bwtszbkogb6.jpg

„ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს, მთავარია სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება“, - ასე ემაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატიდან 6 კონგრესმენის მიერ, ამერიკის სახელმწიფო მდივნისთვის მაიკ პომპეოსთვის გაგზავნილ წერილს, სადაც ისინი წერენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, მიზანმიმართულად აძევებს ამერიკულ ბიზნესებს საქართველოს კერძო სექტორიდან და ადგილს რუსულ, ჩინურ და ირანულ კომპანიებს უთმობს. 

პრემიერის თქმით, ამერიკული პოლიტიკური სპექტრი მრავალფეროვანია. ამის დასტურად პრემიერს კონგრესმენ ჯო ვილსონისგან გამოგზავნილი წერილი მოჰყავს, სადაც, მისივე თქმით, საქართველოში დემოკრატიის განვითარება დადებითად არის შეფასებული.

​ამერიკული პოლიტიკური სპექტრი მრავალფეროვანია. მე გუშინ ერთ-ერთი კონგრესმენისგან ჯო ვილსონისგან მივიღე შესანიშნავი წერილი, რომელმაც აღნიშნა წარმატებები საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში.

იქ კონკრეტულ შემთხვევებში სხვადასხვა მოტივი არსებობს და შიდა სფეროებში არ ჩავერევი. სულ რამოდენიმე დღის წინ მქონდა საუბარი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან, რომელიც იყო უაღრესად პოზიტიური და უაღრესად მომავალზე ორიენტირებული, რომლის ძირითად აქცენტები იყო, თუ რამდენად ფასეულია როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და მისი შემდგომი გაღრმავება უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის შემდგომი განვითარების და მატ შორის ბიზნესის და ეკონომიკის სფეროებშიც. ეს არის რეალობა და ამ რეალობას ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახავთ მაშინ, როდესაც ეს ქვეყანა ღირსეულ და დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს," - ამბობს გახარია.

მისივე თქმით, "სუბიექტური რეალობის მოდელირებით" ზოგიერთი ქვეყნის დაზიანებას ცდილობს:

"ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება, ისევე როგორც ამერიკული ბიზნესის ინტერესებს საქართველოში. როდესაც ადამიანები, მათ შორის ამერიკელები, თავიანთ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ და საქართველო არბიტრაჟს იგებს. ეს უნდა გვიხაროდეს", - ამბობს გახარია.

შეგახსენებთ, რომ კონგრესმენები წერილში დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით გაუარესებულ მდგომარეობაზე საუბრობენ და სახელმწიფო მდივანს შემხვედრი ნაბიჯების გადადგმაზე შეთანხმებას სთავაზობენ, რათა საქართველოს ანგარიშვალდებულების საკითხი დადგეს. 

რაც შეეხება შშ-ს სახელწმიფო მდივანთან სატელეფონო საუბარს, რომელიც გიორგი გახარიამ დღესაც ახსენა, მაიკ პომპეომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გადადგას შემდგომი ნაბიჯები მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და გააფრთხილა ხელისუფლება სასამართლო სისტემისა და საარჩევნო პროცესების პოლიტიზებაზე.


close დახურვა