logo
ENG



გახარია მალინის განცხადებაზე: საქართველოს აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი და მთავრობა

03 ივლ 202011:30
3 წუთის საკითხავი
clock 581
qptb7ny4tde19nv.jpg

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რესპუბლიკელი კონგრესმენის მარკუეინ მალინის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, პუტინის მოკავშირე ივანიშვილისთვის, ძალაუფლების კონსოლიდაცია და კონტროლი მხოლოდ საქართველოს მთავრობით არ შემოიფარგლება და ის აქტიურად მუშაობს ქვეყნიდან ამერიკული კომპანიების გასაძევებლად.

გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი და მთავრობა, რაც საერთაშორისო პარტნიორების მიერ არის შეფასებული.

„საქართველოს აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და შესაბამისი ინსტიტუტები. ეს არის სიმართლე, რომელიც შეფასებულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომლებიც ერთხმად აღნიშნავენ, ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში წინ გადადგმულ ნაბიჯებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


close დახურვა