logo
ENG



გახარია:ქართველები დასასვენებლად საზღვარგარეთ ვერ წავლენ

05 ივნ 202016:53
3 წუთის საკითხავი
clock 666
l7d7p2oihxnq7mv.jpg

საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონის ტურიზმის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ქართველები დასასვენებლად საზღვარგარეთ ვერ წავლენ.

გახარიას თქმით, ქართველებმა საქართველოში დასვენება უნდა ისწავლონ.

"პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდატურიზმი და დარმწუნებული ვარ, შიდატურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს. დღეს ფაქტია, რომ ქართველები დასასვენებლად საზღვარგარეთ ვერ წავლენ. ბოლო რამდენიმე წელია ძალიან შეუყვარდათ, არ ვიტყვი ახლა სად სიარული, ვიღაცას რომ არ ვაწყენინო.

ამიტომ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ საქართველოში დაისვენონ და ფული გადაიხადონ ტურიზმში საქართველოში. ნათესავთან ჩავედი, ბებიასთან... ეს არა. ესეც ტურიზმია, შიდატურიზმია და უნდა ვიცოდეთ, რომ აქაც თავისი ეკონომიკური ძალა აქვს. ამაზე სწრაფად უნდა დავაკმაყოფილოთ რაღაც სტანდარტები და შემდგომ უკვე მზად უნდა ვიყოთ, რომ უცხოეთიდან სტუმრები მივიღოთ", - განაცხადა გახარიამ.


close დახურვა