logo
ENG



გახარია - ჩარტერული რეისები არა ერთმა, არამედ რამოდენიმე ავიაკომპანიამ უნდა შეასრულოს

02 ივლ 202011:40
3 წუთის საკითხავი
clock 341

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჩარტერული რეისების განრიგის შემუშავება დაავალა.

გახარიამ აღნიშნა, რომ ბილეთის ფასი 200 ევროს არ უნდა აღემატებოდეს და ამასთან ერთად,  რეისები არა ერთმა, არამედ რამდენიმე ავიაკომპანიამ უნდა შეასრულოს.

„ბევრი ინფორმაცია შემოგვდის ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების მდგომარეობაზე ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. ეს პროცესი დროში რომ არ გაიჭიმოს, გადავწყვიტეთ აღვადგინოთ ის პროგრამა, რომლითაც ჩვენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან გამოგვყავდა ჩვენი თანამოქალაქეები. ეკონომიკის სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ ორშაბათისთვის არსებობდეს კონკრეტული განრიგი ბილეთის მისაღები ფასებით, ეს არ უნდა იყოს 200 ევროზე მეტი და რაღაც  კატასტროფული ფასები, რომელზეც ჩვენ ყველას გვსმენია. ამიტომ ეკონომიკის სამინისტრომ მიიღოს დავალებად, რომ ეს არ უნდა განახორციელოს ერთმა ავიაკომპანიამ, ეს უნდა იყოს რამოდენიმე ავიაკომპანია, პირველ რიგში მორგებული ჩვენს ემიგრანტებზე, რომლებიც სასწრაფოდ გვყავს გამოსაყვანი სხვადასხვა ქალაქებიდან. თუ შეიძლება უზრუნველყავით კონკურენციის ელემენტარული დონე მაინც“, - განაცხადა პრემიერმა.


close დახურვა