logo
ENG



გიგა ზედანია: სამარცხვინოა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის პროფაშისტური ჯგუფისთვის დათმობა

03 ივლ 202014:22
3 წუთის საკითხავი
clock 1890
h2m994t307thki1.jpg

ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია სოციალურ ქსელში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში „ქართული მარშის“ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებას სამარცხვინო საქციელს უწოდებს.

ზედანიას თქმით, პრორუსული და პროფაშისტური ჯგუფები უპირისპირდებიან ილიას მემკვიდრეობას.

„სრულიად მიუღებელი და სამარცხვინო საქციელია ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის პროფაშისტური ჯგუფისათვის დათმობა.

ილია იყო თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი მამა. მის სახელს ჩვენს ქვეყანაში უკავშირდება: დასავლეთზე ორიენტაცია, მოდერნულობისადმი ღიაობა მთელი მისი ინსტიტუტების საქართველოში გადმოღებით (მედიები, ბანკი, ენ-ჯი-ოები), ეროვნული პრობლემატიკა წინა პლანზე გამოტანა სოციალური საკითხის გათვალისწინებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და აღმოჩენა მართლწერის რეფორმასთან და ლიტერატურის განახლებასთან ერთად. პრორუსული და პროფაშისტური ჯგუფები უპირისპირდებიან ილიას მემკვიდრეობის ყველა ამ მიმართულებას. თანაც, სამწუხაროდ, ისინი დღეს მარტონი არ არიან, უბრალოდ ღიად აჩვენებენ ტენდენციებს, რომლებიც უფრო მეინსტრიმულ სივრცეებშიც გვხვდება, ოღონდ უფრო შეფარულად.“, - წერს ზედანია.

ზედანიას თქმით, ასეთი ჯგუფები პლურალისტურ საზოგადოებებში შეიძლება არსებობდნენ, მაგრამ მათ სხვადასხვა გზით უნდა ჩაეკეტოთ ქვეყნის მთავარი სიმბოლოებისა და ინსტიტუტების ინსტრუმენტალიზაციის შესაძლებლობა.

„ქართულმა მარშმა“ პოლიტიკური პარტია დააარსა და 2020 წლის არჩევნებისთვისაც იწყებს მზადებას.

ანტილიბერალური პროპუტინული „ქართული მარშის“ ყრილობა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში შედგა - სწორედ იქ, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ წინა მოწვევის საპარლამენტო სია წარადგინა.

close დახურვა