logo
ENG



გომელაური: ბადრი ესებუას 1 კვირა კი არა, შეიძლება, 1 თვე ვდიოთ, პრობლემა არ არის

27 ოქტ 202015:12
3 წუთის საკითხავი
clock 2550
გომელაური: ბადრი ესებუას 1 კვირა კი არა, შეიძლება, 1 თვე ვდიოთ, პრობლემა არ არის

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძებნა, შესაძლოა, 1 თვესაც გაგრძელდეს, თუმცა მისივე თქმით, ეს არანაირი პრობლემა არ არის.

"ერთი კვირა კი არა, შეიძლება 1 თვე ვდიოთ, ან მეტი, ან ნაკლები, ეგ პრობლემა არ არის არანაირი. გვაცადეთ, თქვენი ტელევიზია თუ გვაცდის, ნამდვილად დავაკავებთ", - განუცხადა მთავარს შს მინისტრმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 26 ოქტომბერს დაადასტურა, რომ 31 წლის ბადრი ესებუაა თავდამსხმელი, რომელიც ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალს თავს შეიარაღებულად დაესხა, მძევლები აიყვანა, მოლაპარაკებების შემდეგ კი 500 000 აშშ დოლარი გაიტაცა და მიიმალა. გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს


close დახურვა