logo
ENG



გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ვირუსის მხარეს არიან - იონათამიშვილი ოპოზიციის კრიტიკაზე

08 ივლ 202016:05
3 წუთის საკითხავი
clock 346

5 სახელმწიფოსთვის საზღვრების გახსნისას საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა.

მან ოპონენტებს კვლავ კრიმინალები უწოდა და თქვა, რომ ისინი „ვირუსის მხარეს არიან“.

„რაც შეეხება რადიკალური და კრიმინალური ოპოზიციის პოზიციებს, ჩვენ ყოველ ჯერზე ვხედავთ მათგან, რომ ნებისმიერი თემიდან ცდილობენ გარკვეული აჟიოტაჟის შექმნას. როდესაც ჩვენ თავიდან ვიღებდით პრევენციულ ზომებს, მაშინაც გვესმოდა ამასთან დაკავშირებით უსაფუძვლო კრიტიკა. ეს მე მიჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ეს ადამიანები უფრო მეტად არიან ვირუსის მხარეს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვას და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველო საზღვარს უპირობოდ უხსნის. მათ მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტი საჰაერო გზით შეეძლებათ. ასევე, ცნობილი გახდა, რომ საქართველოში საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება.

გარდა ამისა, პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა დაასახელა ის ქვეყნებიც, რომლებიც საქართველოს საზღვრებს არ, ან კონკრეტული პირობებით უხსნიან.


close დახურვა