logo
ENG



გოცირიძე: იპოდრომი უნდა გამოისყიდოს ხელისუფლებამ და პარკი ააშენოს

30 ივნ 202012:23
3 წუთის საკითხავი
clock 498

მმართველი გუნდის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარი კომპანიისგან იპოდრომის ტერიტორიის შეძენას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, იპოდრომი დედაქალაქში მწვანე სივრცის განვითარებისთვის ერთადერთი ტერიტორიაა, ამიტომ აუცილებელია ის ხელისუფლებამ გამოისყიდოს.

„ივანიშვილის ერთი ფირმიდან მეორეზე გადაყიდვა რა მაქინაციაა, ამას მერე გავიგებთ. ერთი რამ ფაქტია, რომ თბილისის არანაირი შანსი არ აქვს მწვანე სივრცის განვითარებისა გარდა იპოდრომისა. იპოდრომი უნდა გამოისყიდოს საქართველოს ხელისუფლებამ და იქ უნდა აშენდეს პარკი. ნებისმიერი სხვა სახის მშენებლობის დაწყება იქ იქნება დანაშაული“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ იპოდრომის ტერიტორიის მყიდველიც და გამყიდველიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია. კერძოდ, ფონდმა „ქართუმ“ ქალაქის ცენტრში, სარეკრეაციო ზონაში 6 ნაკვეთი, ანუ ჯამში მთლიანად იპოდრომის ტერიტორია ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია „ინვესტ კაპიტალისგან“ 60 მილიონ ლარად იყიდა.


close დახურვა