logo

გოცირიძე არ გამორიცხავს, რომ პოლიტპატიმრების თემა, არამარტო ევრონესტის, არამედ ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც მოხვდეს

09 დეკ 201914:34
3 წუთის საკითხავი
clock 0 clock 175
w8oqji0mm0cswuu.jpg

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი“ რომან გოცირიძე, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“, ევროპელ დიპლომატებთან მიმდინარე შეხვედრას ესწრება, არ გამორიცხავს, რომ პოლიტპატიმრების თემა, არამარტო ევრონესტის, არამედ ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც მოხვდეს. როგორც გოცირიძე აღნიშნავს, ევროპელი დიპლომატები ადგილზე უფრო კარგად გაეცნენ არსებულ ვითარებას.

„სამწუხაროდ ევრონესტი მზადება დიდი ხნის განმავლობაში, რეზოლუციები წინასწარ არის მომზადებული. ახლა ჩამოვიდნენ საქართველოში და უფრო კარგად დაინახეს დღეს არსებული ვითარება. ბუნებრივია, რომ მას სჭირდება სერიოზული მომზადება, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ არა მარტო ევრონესტში, არამედ ევროპარლამენტშიც დადგეს და ოფიციალურ რეზოლუციებშიც მოხდეს საქართველოში პოლიტპატიმრების თემა“, - განაცხადა გოცირიძემ.

უმრავლესობის წევრი რომან კაკულია აცხადებს, რომ ყველაფერი, თავისი დამატებებითა და შენიშვნებით, საბოლოო ფორმით პლენარულ სესიაზე დამტკიცდება.

„ეს ყველაფერი თავისი დამატებებითა და შენიშვნები, რომელიც გაკეთდა კომიტეტის ფარგლებში, საბოლოო ფორმით დამტკიცდება პლენარულ სესიაზე და ჩვენ მივიღებთ რეზოლუციებს, რომელშიც ასახული იქნება ეს ყველაფერი. ასევე მოხდა შეჯერება იმ თემებზე, რაზეც სამომავლოდ უნდა კონცენტრირდეს ეს ჯგუფები. მაგალითად ისეთი საკითხი,  როგორიცაა განახლებადი ენერგია და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, რომელზეც შესაბამისმა კომიტეტმა მომავალში უნდა იმსჯელოს“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო ბილტმორში, ევროპელ დიპლომატებთან შეხვედრა მიმდინარეობს. ხელისუფლებას ევროპარლამენტარებთან, შეუსრულებელი დაპირებების გამო ახსნა განმარტებების გაკეთება დასჭირდა. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს დახურული სხდომაზე, იმ რეზოლუციებთან დაკავშირებით იმსჯელეს, რომლებიც დღის ბოლოს ასამბლეამ უნდა მიიღოს. საუბარია 4 რეზოლუციასა და 2 საგანგებო დოკუმენტზე.

 



close დახურვა