logo
ENG



დავით ზალკალიანი შავ ბაზარზე: ხდება სიცრუის ტირაჟირება

08 აპრ 202013:39
3 წუთის საკითხავი
clock 363

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ფრენებთან დაკავშირებით ე.წ. შავი ბაზრის არსებობა წარმოუდგენელი და შეუძლებელია. მისი თქმით, მსგავსი ფაქტი არ მომხდარა და არც მოხდება.

"დიდ სიცრუესთან და მავნებლობასთან გვაქვს საქმე, როცა მსაგსვი სახის სიცურის ტირაჟირება ხდება მედიის ან სხვა საშუალებებით. ვისაც ერთხელ მაინც შეუძენია ბილეთი, კარგად იცის, რომ ბილეთების მსგავსი გადაყივდა წარმოუდგენელია, რადგან ყველა ბილეთს აქვს თავისი სახელი-გვარი, რაც კონტროლდება ავიაკომპანიის მიმართ",-განაცხადა ზალკალიანმა. 

რაც შეეხება ბილეთების ფასს, მისი თქმით 200 ევროზე მეტი არც ერთი ბილეთი არ ღირს და ამაზე პასუხისსმგებელი თავადაა.

"რაც შეეხება გაზრდილ ფასებს, თუ კი ერთ მგზავრს მაინც აღმოაჩენთ, რომელიც დაბრუნდა საქართველოში და გადაიხადა 200 ევროზე მეტი თანხდა, მზად ვარ პასუხი ვაგო ამასთან დაკავშირებით. არ მაქვს მხედველობაში ის ბილეთები, რომელიც ადრეა გაყიდული,ს ანამ სპეცრეისები დაიწყებოდა",-განაცხადა ზალკალიანმა. 


close დახურვა