logo
ENG



დავით ჭიჭინაძე: გიორგი ვაშაძეს პრემიერმინისტრობის კანდიდატად ვერ აღვიქვამ

14 აგვ 202022:19
3 წუთის საკითხავი
clock 982
4p5hna5batsbgkq.jpg

პოლიტიკური პარტია "ტრიბუნას" დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე გადაცემა "პოლიტმეტრში" იმყოფებოდა სტუმრად, სადაც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა.

ჭიჭინაძე აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძეს პრემიერმინისტრობის კანდიდატად ვერ აღიქვამს.  

"გიორგი ვაშაძეს პრემიერმინისტრობის კანდიდატად ვერ აღვიქვამ. როცა ადამიანი მაჟორიტარად დგება და შემდეგ პირდაპირ გზავნილს უგზავნის ამომრჩეველს, რომ მე თქვენთვის აღარ მეცლება იმთავითვეო, ეს ნიშნავს, რომ მაჟორიტარად ხალხი მას ვეღარ დაინახავს. მისი არჩევანი იქ დამთავრებულია", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, რომ 13 აგვისტოს ახალი პოლიტიკური პლატფორმის სტრატეგია აღმაშენებლის დამფუძნებელმა გიორგი ვაშაძემ გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" დაადასტურა, რომ მას ქვეყნის პრემიერმინისტრობა სურს. ვაშაძის თქმით, მისი მიზანია ქვეყანაში აღარც ერთი მშიერი ადამიანი არ იყოს.


close დახურვა