logo
ENG



დავით ხვიბლიანი: იმით, რასაც ჩემზე ავრცელებენ, ღირსება და სამსახური შემილახეს

23 ოქტ 202017:35
3 წუთის საკითხავი
clock 11107
v3o8ylg4en7s022.png

ზუგდიდში ბანკზე მომხდარი თავდასხმის მძევალი, დავით ხვიბლიანი "სრულ ცილისწამებას" უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას თავდამსხმელტან რაიმე კავშირი ჰქონდა. ჟურნალისტებთან საუბარში მან თქვა, რომ იმით, რაც მის შესახებ გაავრცელეს, "ღირსება შეელახა". 

"ერთი მინდა გითხრათ, რომ ეს იყო სრული ცილისწამება, რაც ჩემზე დაიდო, რასაც ავრცელებენ ჩემზე. ამით ჩემი ღირსებაც შელახეს, ჩემი სამსახურიც შელახეს, არცერთ ჯარისკაცს პატივი არ სცეს, რაც ქართველისთვის არ არის ლამაზი საქციელი. 

დანარჩენი, რაც არ უნდა მკითხოთ, არ ვაპირებ პასუხს, რადგან გამოძიება დაადგენს ყველაფერს. რაც იყო, რაც მოხდა, ყველაფერი იცის გამოძიებამ".  

22 ოქტომბერს, ბანკზე თავდასხმიდან მეორე დღეს, მედიაში გავრცელდა სხვადასხვა ვერსია, ზოგიერთის თანახმად, დავით ხვიბლიანი თავდამსხმელის თანამზრახველი იყო. 


close დახურვა