logo
ENG



დასაშვებია, რომ შაქარაშვილი გზის მეორე მხარეს ამოვიდა - ალექსანდრე კობაიძე

10 ივლ 202021:38
3 წუთის საკითხავი
clock 767

ალექსანდრე კობაიძე არ გამორიცხავს, რომ გიორგი შაქარაშვილი ხევში არ ჩასულიყო და არაგვის ხიდის მეორე მხარეს ამოსულიყო.

გადაცემა „პოლიტმეტრში“ ვახო სანაიამ ადვოკატს გააცნო ვერსია, რომ შაქარაშვილი არ ჩასულა არაგვის პირზე ხევით და ის გზის მეორე მხარეს ამოვიდა, ფერადი სახლის მოპირდაპირე მხარეს. 

ჟურნალისტის ამ ვერსიაზე კი ადვოკატმა უპასუხა, რომ ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება და არაფერია გამორიცხული.

„თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი გადავიდა მანქანიდან, მაგრამ არ მისულა ფერად სახლამდე. შაქარაშვილი ძალიან სწრაფად დარბოდა - თუ მას წინიდან არ დახვდა ვინმე, შეიძლება ვერც დაეჭირათ. ის შეიძლება არც ჩასულა იმ ხევში - თუკი მას წინიდან დახვდა ვინმე, ამ ვერსიას რატომ გამორიცხავთ? თუ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი გადმოსულია მანქანიდან, მაგრამ კადრებში არ ჩანს. სადღაც ხიდის ტერიტორიაზე მოძრაობს, სად იყო ამ დროს? რატომ გამორიცხავთ, რომ ხიდის მეორე მხრიდან დახვდა?", - კითხვას სვამს ჟურნალისტი.

ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ასეთ ვერსიაზე ბრალდების მხარე არ მუშაობს, თუმცა ჟურნალისტს აქვს უფლება, ამაზე კითხვები დასვას.

„არ გამოვრიცხავ ამ ვერსიას. ამირხანაშვილი ამბობს, რომ სამ წუთს გვეძებდნენო. ამას ახვლედიანიც საუბრობს. ეს ნიშნავს, რომ დიდი ხნის განმავლობაში დევნა ვერ განხორციელდებოდა. ვერსიების დონეზე გაქვთ უფლება, კითხვები დასვათ. ასეთ ვერსიას არ ავითარებს ბრალდების მხარე. მანქანასთან არ ჩანს ოთხი პირიც. მე არაფერს გამოვრიცხავ და არაფერს ვადასტურებ - ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება", - პასუხობს ჟურნალისტს ალექსანდრე კობაიძე. 

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ექსპერტიზის პასუხები დღეს გახდა ცნობილი - ასფიქსიით დახრჩობა - ასეთია კვლევის დასკვნა.

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე გადაკვალიფიცირდა და ბრალი დამძიმდა - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში.


close დახურვა