logo
ENG



დეგნანი: საქართველოში ამომრჩეველთა დაშინება თუ მოსყიდვა წლების განმავლობაში ფიქსირდებოდა

31 აგვ 202015:37
3 წუთის საკითხავი
clock 617
დეგნანი: საქართველოში ამომრჩეველთა დაშინება თუ მოსყიდვა წლების განმავლობაში ფიქსირდებოდა

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ზედმიწევნით აღსრულება, რადგან წინა წლებში ფიქსირდებოდა ისეთი დარღვევები, როგორებიცაა: დაშინება, მოსყიდვა თუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. 

"ნებისმიერი ძალისხმევა, რაც ამომრჩეველთა დაშინების, მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების წინააღმდეგაა მიმართული, წინგადადგმული ნაბიჯია.

ასეთი პრობლემები ფიქსირდებოდა საქართველოს არჩევნებზე, მრავალი წლის, თუ დეკადის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის დეტალურად აღსრულება და ნებისმიერი ზომის მიღება, რაც უზრუნველყოფს თავისუფალ საარჩევნო გარემოს".  

ელჩის თქმით, საქართველოში, არჩევნებზე ეუთო/ოდირი გეგმავს სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნას. ასევე, აშშ-ის საელჩო გეგმავს გუნდის გაგზავნას მონიტორინგისთვის. ისინი ეუთოს დამკვირვებლებს დაემატებიან. 

"[არჩევნებზე] იმუშავებენ ადგილობრივი დამკვირვებლები, რომლებიც არიან ძალიან პროფესიონალები და გამოცდილები. NDI და IRI კვლავ ჩართულები იქნებიან მონიტორინგში. მათ დიდი ისტორია აქვთ აქ მოღვაწეობის. ისინი ახლა მუშაობენ იმაზე, თუ როგორ დააკვირდებიან და რა შემადგენლობა ეყოლებათ ამ არჩევნებზე. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია ცესკოსთან და ვიმუშავებთ ყველა საჭირო წესზე და ზომაზე, რათა დამკვირვებლებმა უსაფრთხოდ შეძლონ საარჩევნო პროცესებზე დაკვირვება", - ამბობს კელი დეგნანი


close დახურვა