logo
ENG



დეკანოიძის თქმით, პარტიის წევრებს სატელეფონო ბაზებიდან შეტყობინება ეგზავნებათ

21 ოქტ 202013:52
3 წუთის საკითხავი
clock 734
დეკანოიძის თქმით, პარტიის წევრებს სატელეფონო ბაზებიდან შეტყობინება ეგზავნებათ
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ სატელეფონო ბაზების მეშვეობით, მისი პარტიის წევრებსა და მხარდაჭერებს შეტყობინებები მიუვიდათ. იგი შეურაცხმყოფელი შინაარსის შეტყობინების ამსახველ ფოტოს ფეისბუქზე ავრცელებს. ხატია დეკანოიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
 
 
"ღამის სამ საათზე ჩემი შტაბის წევრებსა და ჩვენს მხარდამჭერებს მიუვიდათ მსგავსი შეტყობინება. ცენტრალურად აგზავნიან სატელეფონო ბაზებით. ძალიან ამაზრზენია ეს ყველაფერი", - წერს დეკანოიძე. 
 
ფორმულა ცდილობს, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღოს კომენტარი. მათ გამოხმაურებას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 
 

close დახურვა