logo
ENG



დეოკუპაცია, დემოკრატიის გაძლიერება რჩება თქვენს გზაზე, მარტო არ ხართ-ვიოლა ფონ კრამონი

26 მაი 202012:04
3 წუთის საკითხავი
clock 544

ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ ევროპის ლიდერები და პოლიტიკოსები. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ტვიტერის სოციალურ ქსელში წერს:

"მთელი გულით ვულოცავთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ლიეტუვა მხარს უჭერს თქვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას",-წერს ლინკევიჩუსი.

"ტვიტერში" გამოაქვეყნა მისალოცი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. ურმას რეინსალუ წერს, რომ ქართველ ხალხს ყოველთვის შეუძლია ესტონეთის მეგობრობის და ურყევბბი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა კი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე პოსტთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ფოტო გამოაქვეყნა.

"დეოკუპაცია, დემოკრატიის გაძლიერება და სხვა სახის დაბრკოლებები რჩება თქვენს გზაზე სრული დამოუკიდებლობისკენ. ამ ბრძოლაში თქვენ მარტო არ ხართ. ჩვენ ვიზიარებთ საერთო ევროპულ წარსულს და საერთო ევროპულ მომავალს"-წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.


close დახურვა