logo
ENG



დიდება გმირებს - მინსკში, აქციაზე გარდაცვლილი კაცი, დღეს დაასაფლავეს

15 აგვ 202020:07
3 წუთის საკითხავი
clock 402

"დიდება გმირებს" - ამ შეძახილით გამოემშვიდობა ბელარუსის მოსახლეობა 34 წლის ალექსანდრე ტარაიკოვსკის, რომელიც მინსკში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, დაწყებული სახალხო პროტესტის პირველი მსხვერპლია.

სარიტუალო დარბაზის გარდა ათასობით ადამიანი შეიკრიბა მეტროსადგურთან, სადაც ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. გარდაცვლილის ხსოვნას თანამოქალაქეებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. ბელარუსის მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ ტარაიკოვსკის სპეცრაზმელმა ესროლა. მკვლელობაზე მიუთითებს არასამთავრობო ორგანიზაცია კონფლიქტების გამოძიების ჯგუფიც, რომელმაც შეტაკების ვიდეო მასალა შეისწავლა. კადრებში არ ჩანს ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის შესახებაც ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნებოდა.

„ის რასაც ხალხი ამბობს გათავისუფლების შემდეგ, გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემი მუშაობის 20-წლიან ისტორიაში არასდროს მომისმენია და მინახავს. სისასტიკეა, რაც მათ ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინეს, აწამებდნენ, ცემდნენ, აიძულებდნენ ლოცვას, ხელკეტებით ზურგზე ჯვრებს უსახავდნენ", - ამბობს უფლებადამცველი ვალენტინ სტეფანოვიჩი

სოლიდარობის აქციები ევროპის გარდა, უკვე რუსეთის ქალაქებშიც ვრცელდება. ბელარუსი ხალხის მხარდასაჭერი ლოზუნგები დღეს ხაბაროვსკში ისმოდა, სადაც ადგილობრივი გუბერნატორის დაკავების წინააღმდეგ აქციები ერთ თვეზე მეტია გრძელდება.

საპრეზიდენტო არჩევნების ერთი კვირის თავზე ბელარუსში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მსვლელობა იგეგმება. თავისუფლების მარში მინსკში ხვალ ადგილობრივი დროით 4-საათზე უნდა დაიწყოს.


close დახურვა