logo
ENG



დოლიძე: ვიმედოვნებ, ოპოზიცია არ გადაწყვეტს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში კანდიდატურა დააყენოს

01 აგვ 202017:03
3 წუთის საკითხავი
clock 4343

„მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციური პარტიები დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს არ დააყენებენ.

დოლიძე მაჟორიტარ დეპუტატად საკუთარი კანდიდატურის წარდგენას სწორედ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში აპირებს.

დოლიძის თქმით, თუ ოპოზიცია ამ ოლქში კანდიდატურას არ დააყენებს, იმ შეთანხმებას შეასრულებს, რომელზეც ისინი თბილისის ოლქთან მიმართებით თავიდანვე ჩამოყალიბდნენ.

„გადავწყვიტე, რომ კენჭი ვიყარო, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა,  დიდუბე ჩუღურეთის ოლქში და ჩემი ამოცანაა დავამარცხოთ „ქართული ოცნების“ გავლენიანი, თუმცა არა პოპულარული კანდიდატი ამ ოლქში, გია ვოლსკი.

გამოვხატავ იმედს, რომ ოპოზიცია არ გადაწყვეტს გაყოს კრიტიკულად განწყობილი ამომრჩევლის ხმები და არ გადაწყვეტს დააყენოს ამავე ოლქში ოპოზიციის კანდიდატი.

ეს იქნება იმ შეთანხმების შესრულება, რომელიც თავიდანვე გააკეთა ოპოზიციამ ამ ოლქთან და თბილისთან მიმართებაში“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

25 ივლისს „მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერმა, Facebook-ზე დაწერა, რომ ის დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებს.

ამავე ოლქში მაჟორიტარობისთვის, ანა დოლიძის გარდა, მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი იბრძოლებს.


close დახურვა