logo
ENG



დღევანდელი ისტორიული დღე ენმ-სთვის და ევროპული საქართველოსთვის, ისტერიული აღმოჩნდა-მდინარაძე

29 ივნ 202013:47
3 წუთის საკითხავი
clock 400
gnq24xbh4ubbgsy.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ისტორიული დღეა. 

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ გაცემული დაპირება შეასრულა და არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული წესით ჩატარდება, ხოლო 2024 წელს სრულად პროპორციული წესით. 

"დღეს არის ისტორიული დღე. ბოლო 3 ათეული წელია ვერ ხერხდებოდა ჩვენს ქვეყანაში პროპორციულზე ან მასთან მიახლოებულ სისტემაზე გადასვლა. ეს ჩვენ მოვახერხეთ. 2024 წელს სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება არჩევნები. ეს იყო შეთანხმების ნაწილი და იყო ჩვენი პირობა, რომელიც შევასრულეთ. საზოგადოებამ შეძლო, რომ ამისთვის მიეღია. ეს არის ხარისხის ამაღლება და დემოკრატიის მიღწევა", - განაცხადა მდინარაძემ

იგი ასევე პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აქცია, რომელსაც სამოქალაქო აქტივისტები მართავენ, "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" მიერ არის ორგანიზებული. დეპუტატი ამბობს, რომ ოპოზიცია ისტერიულ მდგომარეობაშია. 

"ეს არის ისტორიული დღე და "ნაცმოძრაობისთვის" და "ევროპული საქართველოსთვის" დღევანდელი დღე აღმოჩნდა ისტერიული. ეს დამოწმდა პარლამენტის გარეთ ჩატარებული აქციით. ისინი არათუ გავიდნენ ამ შეთანხმებიდან, არამედ წავიდნენ მის წინააღმდეგ. მათ არ შეასრულეს ეს შეთანხმება. ეს ძალიან ცუდი საქციელი იყო, რბილად რომ ვთქვათ. 

"ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს მოსახლეობას, რომ შეთანხმება შეეხებოდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ და ეს შეთანხმება შესრულდა. რაც შეეხება იმ შეთანხმებას, რომელსაც ყველამ მოვაწერეთ ხელი იქ წერია, მართლმსაჯულების ჩაურევლობაში პირობა. ჩვენ არ ვაპირებთ მართლმსაჯულებაში ჩარევას და ამ პირობას შევასრულებთ. ეს განგრძობადი პროცესია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილებებს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა. ცვლილების მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა.

ცვლილებების მიხედვით, არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი იქნება. ასევე გათვალიწინებულია ე.წ. "ჩამკეტი", რაც იმას ნიშნავს, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტია ან ბლოკი მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

 


close დახურვა