logo
ENG



ევროკავშირმა არ აღიარა ბელარუსის არჩევნების შედეგები, იგეგმება პერსონალური სანქციები

19 აგვ 202018:10
3 წუთის საკითხავი
clock 712

ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი აცხადებს, რომ 27 წევრი ქვეყნისგან შემდგარმა სხდომამ არ ცნო ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. საბჭო დემონსტრანტების მიმართ სისასტიკესა და არჩევნების გაყალბებაში მხილებულ პირებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას გეგმავს. 

"ევროკავშირი უახლოეს მომავალში სანქციებს დაუწესებს მრავალ ადამიანს, რომლებიც ძალადობაზე, რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე არიან პასუხისმგებელნი", - განაცხადა საბჭოს პრეზიდენტმა ბელარუსის არჩევნების საკითხზე გამართული სპეციალური სამიტის დასრულების შემდეგ. 

სხდომის თავმჯდომარის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპული საბჭო ბელარუსის ხელისუფლებისთვის გამოყოფილ € 53 მილიონს სამოქალაქო ჯგუფებისთვის, დემონსტრაციების დროს დაშავებულთა და პანდემიის შედეგად დაზარალალებულთათვის გასცემს. 

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. მასში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოც მონაწილეობდა. აღსანშნავია, რომ ეს ლუკაშენკოს რიგით მე-6 საპრეზიდენტო არჩევნებია. მისი მთავარი ოპონენტი სვეტლანა ტიხანოვსკაია იყო. 

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 10%-ს მოპოვება შეძლო. 

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ისინი პირველად შედეგებს აპროტესტებდნენ. ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებს სპეცრაზმი დაუპირისპირდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება.

მომიტინგეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. სულ ანტისამთავრობო აქციებზე ან იქ მიღებული დაზიაებების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7 ათასი ადამიანი დააკავეს. 

 


close დახურვა