logo

ევროპარლამენტარები და კონგრესმენები საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ულოცავენ

clock 30 ივნ 202008:40

პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას საქართველოს დასავლელი პოლიტიკოსები ულოცავენ. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში„ წერს, რომ გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიასა და საპარლამენტო პლურალიზმს განამტკიცებს.

ლინას ლინკევიჩუსი ამბობს, რომ პროპორციული წარმომადგენლობა და მრავალფეროვანი პოლიტიკური მოსაზრებებისთვის კარის გახსნა პოზიტიური, წინ გადადგმული ნაბიჯია მოახლოებული არჩევნებისთვის.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ქართველ ხალხს ულოცავს კურტ უოლკერი. ამერიკელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ საარჩევნო რეფორმა დემოკრატიას განამტკიცებს.

მილოცვას უერთდება „რესკუბლიკელი" მარკუეინ მალინიც და განმარტავს, რომ ეს ნამდვილი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე უდიდესი ნაბიჯია.

პარლამენტმა მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო. ცვლილებების თანახმად, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. 


ასევე წაიკითხეთ
close დახურვა