logo

ევროპული საქართველო: ქუთაისის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი ოცნების აქტივისტების დაფინანსებაზე იხარჯება

clock 0 clock 153 clock 30 იან 202014:16
xl4s2pz26p1zo6l.png

ქუთაისის ბიუჯეტის 59% მერიის თანამშრომლების ხელფასებში იხარჯება, - ამის შესახებ ინფორმაციას "ევროპული საქართველოს" წევრები ავრცელებენ. 

პარტიის წევრების მტკიცებით, აღნიშნულ ფაქტს ქუთაისის მერია წლების განმავლობაში მალავდა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ადგილობრივი ხელისუფლება სიცრუეში დაადანაშაულეს. ისინი ამბობენ , რომ მერია მონაცემებს წლების ​განმავლობაში მალავდა და ბიუჯეტის ნახევარზე მეტი "ქართული ოცნების" აქტივისტების დაფინანსებაზე იხარჯება.

ყველაფერი ეს სახელმწიფო აუდიტის დასკვნით გახდა ცნობილი. თუ მერიის მონაცემებით 2018 წელს ხელფასებში დაიხარჯა 4 400 000 ლარი, აუდიტის დასკვნით 2019 წელს დახარჯულია 32 600 000 ლარი. რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთაისის მერია აიპებისა და შპს-ების ხელფასების მონაცემებს არ ასაჯაროებდა.

 

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა