logo
ENG



ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის 16 კრიტიკულად მძიმე, 80-ზე მეტი კი მძიმეა

21 სექ 202011:12
3 წუთის საკითხავი
clock 840
ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის 16 კრიტიკულად მძიმე, 80-ზე მეტი კი მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის 16 კრიტიკულად მძიმე პაციენტია.

მისი ცნობით, 80-ზე მეტის მდგომარეობა მძიმეა. 

"დღევანდელი მონაცემებით, კოვიდცენტრებსა და კოვიდსასტუმროებში მკურნალობს და მეთვალყურეობს 2 133 კოვიდდადასტურებული პაციენტი, მათგან 16 გვყავს კრიტიკულად მძიმე, 80-ზე მეტი კი მძიმეა. დანარჩენი პაციენტების მდგომაროება საშუალო და მსუბუქია", - განაცხადა ეზუგბაიამ.

ქვეყანაში ამ დროისთვის 3 695 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 534 გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა