logo
ENG



ეზუგბაია: კრიტიკულად მძიმე 5 პაციენტია, მძიმე პაციენტების სია კი 30-მდეა გაზრდილი

14 სექ 202011:45
3 წუთის საკითხავი
clock 786
ეზუგბაია: კრიტიკულად მძიმე 5 პაციენტია, მძიმე პაციენტების სია კი 30-მდეა გაზრდილი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 5 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 30-ის კი მძიმე.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს უთხრა, ბოლო დღეებში გამოჯანმრთელებულთა პროცენტული რაოდენობა შემცირებულია.

"გამოჯანმრთელებული მხოლოდ 1 გვყავდა. 1369 იყო და 1370 გახლავთ. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა შემცირდა. მკურნალობას გადის 1000-ზე ნაკლები პაციენტი და ეს პაციენტები ძირითადად უკვე გადანაწილებული არიან, როგორც კორონავირუსის სამკურნალო ცენტრებში, ასევე საიზოლაციო სამკურნალო მეთვალყურეობის საკარანტინო სივრცის სასტუმროებში, ქუთაისში, ბათუმში და თბილისში.

აქედან კრიტიკულად მძიმე მხოლოდ 5 გახლავთ, მძიმე პაციენტების სია კი 30-მდეა გაზრდილი. თუმცა, ყველა მათგანის კონტროლირება მაქსიმალურად ხდება. 24 საათის განმავლობაში პროგრესირება არ შეინიშნება და იმედია, სიტუაცია სტაბილური იქნება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია". - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, ქვეყანაში 2 392 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 1 369 გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა. 


close დახურვა