logo
ENG



ეზუგბაია: მე-20 გარდაცვლილი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 60 წლის ქალი იყო

21 სექ 202011:10
3 წუთის საკითხავი
clock 584
ეზუგბაია: მე-20 გარდაცვლილი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 60 წლის ქალი იყო

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო.

როგორც ეზუგბაიამ თქვა, აფხაზეთიდან კიდევ 3 პაციენტი გადმოიყვანეს, რომელთა მდგომარეობაც კრიტიკულად მძიმეა.

"ეს პაციენტი გახლავთ აფხაზეთიდან გადმოყვანილი. მასთან ერთად გადმოყვანილი იქნა კიდევ სამი, ანუ აფხაზეთიდან გახლდათ 4 კრიტიკულად მძიმე პაციენტები. სამწუხაროდ, ერთ-ერთი, 60 წლის ქალბატონის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და გარდაიცვალა 20 სექტემბერს", - განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან 40 პაციენტი განიკურნა.


close დახურვა