logo
ENG



ეზუგბაია: 196 შემთხვევიდან 128 აჭარაში გამოვლინდა, 30 თბილისში

20 სექ 202011:10
3 წუთის საკითხავი
clock 708

ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარაში გამოვლინდა, 30 თბილისში, 19 ქუთაისში, 6 სამეგრელო ზემო-სვანეთში, 5 ქვედა ქართლში, 1 შიდა ქართლში, 4 გურიაში, 2 მცხეთა-მთიანეთში, ერთი კი კახეთში.

რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, ეზუგბაიას თქმით, ინფიცირებული პაციენტიდან, 14-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 80-მდე პაციენტის მდგომარეობა კი მსუბუქად მძიმე.

"ჯერჯერობით გახლავთ კვლავ 14 კრიტიკულად მძიმე ავადმყოფი და 80-მდე მძიმე პაციენტი, დანარჩენთა მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმის გახლავთ",-განაცხადა ეზუგბაიამ.

დღეს, 19 სექტემბერს ქვეყანაში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში საქართველოში ვირუსის 3502 შემხვევაა გამოვლენილი, მათგან 1494 გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 7813 PCR ტესტირება ჩატარდა.


close დახურვა