logo
ENG



ეკლესია ადიგენის მოსახლეობას 8 ჰექტრამდე მიწას ედავება, რომელსაც ხალხი სათიბად იყენებს

11 ივლ 202020:50
3 წუთის საკითხავი
clock 315

ადიგენის 4 სოფლის მცხოვრებლები 8 ჰექტრამდე მიწის გამო დავობენ, რომელსაც სათიბად 90-იანი წლებიდან იყენებდნენ. სწორედ ეს არის მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო, რადგან სოფლის მცხოვრებლების ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობაა. ეს მიწა კი 2018 წელს საპატრიარქოს ისე გადაეცა, რომ ადგილობრივებისთვის არ შეუტყობინებიათ. აქ ახლა სამღვდელოება სამონასტრო კომპლექსის აშენებას გეგმავს. სოფლის მცხოვრებლებმა კი ამის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყვეს, როცა ტერიტორია ბოძებით შემოიღობა. 

ადგილობრივები მზად არიან ეკლესიას ერთი ჰექტარი მიწა დაუთმონ, თუმცა დანარჩენის - 7 ჰექტრამდე ნაკვეთების დათმობას არ აპირებენ. ამბობენ, რომ მიწა ისედაც ძალიან ცოტაა და არსებობის სხვა წყარო არ გააჩნიათ.


close დახურვა